ორი პრეზიდენტი და სამხედრო საბჭო ნაბიჯით წინ და უკან დემოკრატიისკენ
Abstract
„ქართველი ხალხი არასდროს შეგუებია თავისუფლების დაკარგვას” (ხმა ერისა 1995, 80) – გა- ნაცხადა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე. სესიის დღის წესრიგში საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი იდგა. ზვიად გამსა- ხურდიამ, რომლის მეთაურობითაც 1990 წლის ოქტომბრიდან მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო უზენაეს საბჭოს აკონტროლებდა, ტრიბუნიდან ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურ-თიერთობებზე, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, 1924 წლის აჯანყებაზე, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ტრაგედიაზე და 1990 წლის მარტის რეფერენდუმზე, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 91%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი (ხმა ერისა 1995 80). გამსახურდია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დამოუკიდებელი სა- ქართველო დემოკრატიული სახელმწიფო იქნებოდა: „საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა, დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ადამიანის, ეროვ- ნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებას და თავისუფლებას, რო- გორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების წესდება...“ (ხმა ერისა 1995, 82-89)