რეცენზია ჯაბა სამუშიას სტატიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახური
Abstract
ჯაბა სამუშიას სტატია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატი- ური სამსახური“ დაიბეჭდა თსუ-ის „შრომების“ მეექვსე ტომში, გვ. 321-330.1 სტატიის სათაური ძალიან ფართოა და ის საკითხის სადოქტორო დისერტაციის ან მონოგრაფიის დონეზე შესწავლას მოითხოვს. შესაბამისად, სრულფასოვანი კვლევა ვერაფრით უნდა ჩა- ეტია ავტორს ერთ სტატიაში. ფუნდამენტური სტატიები, დასავლურ მეცნიერებაში, 20- დან 30 გვერდამდე მერყეობს. ბნ. სამუშიას სტატია არის სულ 10 გვერდი. აქედან ერთი გვერდი ინგლისურ რეზიუმეს ეთმობა; პირველ სამ გვერდზე ავტორი კომპილაციურ რე- ზიუმეს გვთავაზობს და გვიყვება ინტერპარტიულ საბჭოზე, ამიერკავკასიის სეიმზე, ფე- დერაციაზე, კომისარიატზე. ამ თემებს საკვლევ საკითხთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ და თითქოს ჩანს, რომ ავტორს საკმარისი მასალა არ აქვს და ცდილობს რაღაცნაირად გა- ზარდოს სტატიის მოცულობა. მეოთხე გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრების ბიოგრა- ფიებია მოცემული, რაც გურამ შარაძის წიგნიდან „უცხოეთის ცის ქვეშ“ არის გადმოწერი- ლი. ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მინისტრების კარგად ცნობილი ბიოგრაფიების გადმოწერას მოითხოვდა საკვლევი თემა.