წარსულის დაფასება და აწმყოს გაძლიერება: დიდი ტერორის ასახვა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში

Authors

  • ლაურა მაფიცოლი

Abstract

სტატია განიხილავს თუ როგორ არის წარმოდგენილი დიდი ტერორი და საბჭოთა რეპრესიები ერთად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპა- ციის საგამოფენო დარბაზის ერთ სივრცეში. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის მუდმივი გამოფენაც მოიცავს ინფორმაციას როგორც დიდი ტერორის, ასევე საბჭოთა რეპრესიების შესახებ. აღნიშნული გამოფენა თავიდან კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად შეიქმნა. მისი მიზანი ერთი მხრივ, პრო-დასავლური და ანტირუსული ორიენტაციის მქონე ჯგუფების წარმომადგენლობის პრე- ზენტირება იყო, ხოლო მეორე მხრივ კი ის უჩვენებს ოფიციალურ ნარატივს, თუ როგორ უნდა ახსოვდეს ქართულ საზოგადოებას საბჭოთა წარსული – პოზიტიურად თუ ნეგატი- ურად. სტატია ხაზს უსვამს „ხალხურ თქმულებას“ საქართველოს გასაჭირის შესახებ – თუ როგორ იტანჯებოდა ის მუდმივი შემოსევებით, თუმცა ყოველთვის უძლებდა მას. მიუხე- დავად სახელისა – „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“, იქ ასევე წარმოდგენილია რუსული აგ- რესიის შედეგები საქართველოს ორ რეგიონზე. საგამოფენო სივრცეში რუსული და საბ- ჭოთა ოკუპაციების ერთ ჭრილში განხილვამ წარმოქმნა აზრთა სხვადასხვაობა საბჭოთა კავშირის გააზრების პროცესში როგორი იყო ის, ცუდი თუ კარგი. ეს სტატია შეეცდება ცალკე გამოყოს საბჭოთა ოკუპაცია და დიდი ტერორის წლები და ასევე, გიდების და ვიზი- ტორების წარმოდგენები წარსულის შესახებ. სტატიაში ვეცდები წარმოვადგინო გიდების წარმოსახვები ეროვნული ისტორიის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება საგა- მოფენო საგნების მიმართ. სტატიის ეთნოგრაფიული თვალსაზრისი წარმოაჩენს საგამო- ფენო სივრცის არაბუნებრიობას, თუ როგორ არის მისი მეხსიერება გადაჯაჭვული ბოლო დროის პოლიტიკური და კულტურული მეხსიერების ცვლილებებთან.

Author Biography

ლაურა მაფიცოლი

დოქტორანტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი

Downloads

Published

2022-04-18