ბათუმი და ქუთაისი – საქართველოს მოდერნიზაციის აგენტები
Abstract
ქალაქი ხშირად ქვეყნის ბედს ირეკლავს. ეს ტერიტორიული ერთეული არა მხოლოდ საკუთარი მიკროისტორიის მთხრობელი, ხშირად ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი და იმ მოვლენათა ეპი- ცენტრია, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მთე- ლი რეგიონის ბედსაც. და პირიქით, სახელმწიფოებრივი და რეგიონული პოლიტიკა, ეკონომიკა ხდება ქალაქის გაჩენის და მისი შემდგომი განვითარების კატალიზატორი. ქალაქი ახდენს ისეთი სოციალური სტრუქტურების გენერირებას, რომლებიც ცივილიზაციათა დაბადების, ერის იდენ- ტობის ფორმირებისა და მოდერნიზაციის საფუძველი ხდება. ამ მხრივ არც ქართული ქალაქებია გამონაკლისი. XIX საუკუნეში მიმდინარე ქართველი ერის იდენტობის ფორმირების პროცესი, რა თქმა უნდა, ქალაქის წიაღში მიმდინარეობდა.