ასწლოვანი მატიანის რუსულენოვანი თარგმანი

მნიშვნელობა და კულტუროლოგიური ასპექტები

Auteurs

  • ირინა ნაცვლიშვილი

Résumé

თანამედროვე გლობალისტური სამყაროს მულტიკულტურულ საზოგადოებაში თარგმანი, როგორც განსხვავებულ კულტურებს შორის ინტერაქციის საშუალება, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს.

ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტი, უპირველეს ყოვლისა, თავისი ეთნოკულტურული გარემოს ინტელექტუალური პროდუქტია, რომელიც ეპოქისთვის ნიშანდობლივ მსოფლმხედველობრივ და ესთეტიკურ პარადიგმათა კონტექსტში აღიქმება. შესაბამისად, მისი თარგმნის პროცესში აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება სრულფასოვანი ინტერკულტურული კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მედიევალური ქართული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშის – ასწლოვანი მატიანის – უახლეს თარგმანზე Столетняя летопись (2005), რომლის მნიშვნელობაზე აშკარად მეტყველებს მისი, როგორც ისტორიის, რეცეპცია თანამედროვეაღმოსავლეთმცოდნეობით, მონღოლოლოგიურ და კავკასიოლოგიურ არაქართულენოვან სამეცნიერო კვლევებში. რასაკვირველია, ასწლოვანი მატიანე თავისი მიზნობრიობით, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ხასიათის თხზულებაა, მაგრამ მხატვრულ-ესთეტიკური მახასიათებლებით ის მედიევალური ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილია, რაც გამორიცხავს მის აღქმას მხოლოდ ისტორიული წყაროს ჭრილში და უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ისტორია აქ გენოტიპური თუ ეპოქის ზოგადკულტუროლოგიური პარადიგმების კონტექსტში იკითხება და სწორედ ამ გზით იძენს აზრსაც და სიცოცხლესაც. შესაბამისად, მისი, როგორც კულტურული ფაქტის, ტრანსფერი სხვა ენაზე მთარგმნელისგან არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას, არამედ სტილისა და პოეტიკის ადეკვატური ინტერპრეტაციის უნარსაც მოითხოვს. ასწლოვანი მატიანის რუსულ თარგმანზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ, ფაქტობრივი და ლინგვისტური თვალსაზრისით, ის უმთავრესად კარგად არის გამართული მიმღები კულტურის ენაზე; მთარგმნელი ოსტატურად ფლობს სიტყვას და ამ მხრივ თარგმანი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არის მთელი რიგი უზუსტობანი, განსაკუთრებით კი თხზულების ინტერტექსტთან დაკავშირებით, რომელიც მედიევალურ მწერლობაში ბიბლიური ციტატებისა და ალუზიების სახით ვლინდება და მრავლისმნიშვნელია ფაქტების ინტერპრეტირებისა და შეფასებისას.

Biographie de l'auteur

ირინა ნაცვლიშვილი

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ნაცვლიშვილი ი. (2022). ასწლოვანი მატიანის რუსულენოვანი თარგმანი: მნიშვნელობა და კულტუროლოგიური ასპექტები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 336–353. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/569

Numéro

Rubrique

Des articles