ახალციხე - ქართული ”იერუსალიმი”

დავით დარჩიაშვილი

Abstract


ქალაქი, როგორც ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის გზაჯვარედინი, ნებისმიერი საზოგადოების ისტორიაში გამორჩეული მნიშვნელობისაა. ასეთთა შორისაა ახალციხე. იგი დღეს საქართველოს პროვინციული დასახლებაა, მაგრამ ისტორიულად, ახალციხეში განვითარებულმა მოვლენებმა არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მეზობელ ხალხთა თუ იმპერიათა ისტორიას დააჩნია კვალი. შესაბამისად, ახალციხის მდიდარი წარსული, როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე მისი რეგიონალური სამეზობლოს თანამედროვე ყოფისათვისაა აქტუალური: ჩვენი კოლექტიური დღევანდელობა ხომ წარსულის ინტერპრეტაციებს და რეკონსტრუქციებს ეფუძნება.  წინამდებარე სტატიის მიზანი ახალციხის მაგალითზე თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი და იდეური ფორმირების ისტორიის ჩვენებაა. ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ისტორია არ დასრულებულა და მისი ცივილიზებული წარმართვისათვის ახალციხური მრავალეთნიკური თუ მრავალკონფესიური ნარატივი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ძირითადი საძიებო სიტყვები: ახალციხე, სამცხე, რუსეთის იმპერია, თურქეთი, სომხეთი, ნაციონალიზმი, მაჰმადიანი მესხები, კათოლიკური ეკლესია.   


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.