„თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50-80-იანი წლების თბილისის სოციო-ურბანული პორტრეტისათვის)

მარიამ მათიაშვილი

Abstract


დედაქალაქელთა დისკურსში ხშირად გვხვდება ნოსტალგია 50-80-იანი წლების თბილისზე. აღნიშნული სტატია წარმოადგენს გავრცელებული კლიშეს -„თბილისი იყო ურთიერთობა“ - აკადემიურ ახსნას, მისი გაჩენის წინაპირობების, რეალობასთან კავშირისა და მწარმოებელი პრინციპების ჩვენებას.  მიზნის მისაღწევად, აღვწერეთ ის სოციო-კულტურული გარემო, რომელშიც მოხდა ამ ფორმულის გაჩენა და რომლის ავტორებიც აცხადებდნენ პრეტენზიას ყოფილიყვნენ „ნამდვილი თბილისელები“. კვლევა მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა შედარებით მეთოდს: 50-80-იანი წლების თბილისი ერთი მხრივ შევადარეთ დასავლურ ურბანულ მოდელებს, მეორე მხრივ კი, რადგანაც ეს მოდელები თავისთავად გულისხმობენ ქალაქის განსაზღვრას სოფელთან მიმართებაში, რურარულ ყოფას.

კვლევის საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ საბჭოთა თბილისი არ წარმოადგენდა ქალაქს დასავლური გაგებით და თავისი სოციო-კულტურული სტრუქტურით მეტად ჰგავდა სოფელს; რომ კლიშეში - „თბილისი იყო ურთიერთობა“ - აირეკლებოდა ქალაქის ცენტრში მცხოვრები პრივილეგირებული ფენის ცხოვრების წესი. ის გულისხმობდა ჩაკეტილობისაკენ მიდრეკილ წრეში ჩამოყალიბებულ, ლოიალობასა და პატივისცემაზე დამყარებულ კავშირს, რაც ნაკლებად ვრცელდებოდა ამ წრის გარეთ დარჩენილ ინდივიდებზე და, ამდენად,  უნივერსალურ ურბანულ საზოგადოებაზე მეტად, სოფლის ერთობას განასახიერებდა.  

მადლობას ვუხდი რჩევებისა და დახმარებისათვის კვლევითი ჯგუფის „ისტორიის რეკონსტრუქციები“ ხელმძღვანელს, პროფესორ დავით დარჩიაშვილს და ჯგუფის წევრებს თამარ თოლორდავას და რევაზ ქოიავას.


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.