კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

გიორგი მამულია

Abstract


1918 წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კავკასიის ხალხების ისტორიაში. რუსული იმპერიის შემადგენლობაში არსებობის პროვინციული ფაზიდან გამოსვლისას, კავკასია მღელვარე საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაება, რამაც რეგიონის ხალხებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების შენების შესაძლებლობა მისცა.

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს იმ ინტეგრაციული პროექტების კვლევას, რომლებიც მოცემულ პერიოდში იქმნებოდა როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიის ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მიერ; კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნაში გერმანული და თურქული ფაქტორების როლის გაანალიზებას; ჩვენებას, თუ რამდენად იყენებდა კავკასიური ელიტა რეგიონში გერმანულ-თურქულ-ბოლშევიკურ ურთიერთდაპირისპირებას;  ნავთობის ფაქტორის როლის წარმოჩენას სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნის საქმეში. 

 

 


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.