Editorial Policies

Focus and Scope

ჟურნალის საკვანძო იდეა თანამედროვე საქართველოს შესახებ აკადემიური მსჯელობის ხელშეწყობაა. მის განხორციელებაში წამყვან ადგილს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკოსტრუქცია იკავებს. საკვლევ წარსულთან თანამედროვეობის კავშირი არაერთმნიშვნელოვანია. პროექტის კონკრეტული ამოცანა დღევანდელი ქართული იდენტობის ისტორიული ნიადაგის ისეთი პლასტების დასურათებას გულისხმობს, რომლებიც მივიწყებულია, ამოვარდნილია საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსიდან და მხოლოდ გაუცნობიერებლად თუ ზემოქმედებს დღევანდელ სოციალურ პრობლემატიკაზე. აკადემიური წერილების მეშვეობით სოციალური, კულტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარსულის რეკონსტრუქცია ისტორიის თანამედროვეობასთან შედარებასაც გულისხმობს. ამიტომ, პროექტის ფარგლებში. ისტორიული ექსკურსები დღევანდელობაზე დაკვირვებასთან იქნება კომბინირებული.

წერილების ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) გამჭოლი ხაზი იქნება ქართული სოციუმის საკვანძო, თავისებურად უნიკალური დასახლებული პუნქტების წარსულის ტოტალურ სურათთა შექმნა. ძირითადი (მაგრამ არა ექსკლუზიურად) ყურადღება მიექცევა ქალაქებს, როგორც ნაირფერ სოციალურ ძალთა შემკრებ, მუდმივად განვითარებად ადგილებს. თბილისი, ახალციხე, ქუთაისი, გორი, ბათუმი თუ სხვა, ის ქალაქებია, სადაც საქართველოს ბედის განმსზღვრელ პროცესებს ქონდა ადგილი. მათი მსგავსება-განსხვავება, პლიუს მათი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური იერსახე იქნება კვლევის ობიექტი. გარდაუვლად მიექცევა ყურადღება მათ ურთიერთობას „სანახებთან“ - ანუ სოფელისა და ქალაქის ინტერაქციას.

მეორეს მხრივ, კვლევის ობიექტად ინსტიტუტები გვესახება. ტერმინი ინსტიტუტი, თავისი სიფართოვით და მრავალფეროვნებითაა გასათვალისწინებელი. შეძლებისდაგვარად, მომზადდება წერილები კლანურ, საუბნო, პროფესიულ თუ კონფესიურ ერთობებზე გუშინ და დღეს.

გავლენიანი ჯგუფები - ელიტები - ასევე გვინდა მოექცეს პროექტის ყურადღების ცენტრში. ელიტის მრავალნაირი გაგება და თეორია არსებობს. იგი კავშირშია როგორც პოლიტიკასთან, ისე სოციალურ სტრუქტურასთან (წოდებრიობა, კლანობრიობა, კორპორატიულობა და ა.შ.). შევეცდებით ავსახოთ საქართველოს მემკვიდრეობა ამ მხრივ და მისი გარდატეხა თანამედროვეობის ჭრილში.

ასეთია სავარაუდო საკვლევი თემატიკის არასრული ჩამონათვალი. ვფიქრობთ, მისი დასურათება დაგვეხმარება ისეთი ზოგადი, სოციოლოგიურად და პოლიტიკური მეცნიერებისათვის საინტერესო საკითხების შემდგომ შესწავლაში, როგორიც ქართული სა-ზოგადოების იდენტობისა და მასში დომინანტური იდეოლოგიების დინამიკაა.

რაც შეეხება პროექტისათვის საყურადღებო ისტორიულ პერიოდებს, 19-20-ე საუკუნეები განსაკუთრებითაა აქტუალური, რამდენადაც თანამედროვე ერის ფორმირების ეპოქა ესაა. მაგრამ იმის გასაგებად თუ რისი რეინტერპრეტირება და იდეოლოგიზირება მოხდა წარსულიდან, ან ტრადიციული სოციალური ინტერაქციის რა რეზიდუალურ ფორმებს შეიძლება ქონდეს ადგილი დღეს, უფრო ღრმა წიაღსვლებიც გარდაუვალია. 

 

Section Policies

Articles

Checked Open Submissions Checked Indexed Checked Peer Reviewed
 

Open Access Policy

This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.