Editorial Policies

Focus and Scope

ჟურნალის კონცეფცია

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა. ჟურნალის  მთავარი მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჯანდაცვის სოციოლოგია, სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო ჟურნალის დაარსება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას.

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” განკუთვნილია ჯანდაცვის, სოციოლოგიისა და დაზღვევის პროფილის სპეციალისტებისათვის. მასში წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებები:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის პოლიტიკა;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • სადაზღვევო საქმე.

***

Journal of Health Policy, Economics and Sociology (HPES journal) is a peer-reviewed scientific journal. Journal aims to provide an opportunity for publication of high quality research work especially related to the field of Health Policy, Health Economics and Finance, Health Insurance, Health Sociology and Public Health sector. Further, it aims to share and disseminate the research findings with academia, health industry, and health related policy & decision makers & consultants with an approach to incorporate the research recommendations for the benefit of one and all.

The journal is being published by the Institute Health Policy, Economics and Sociology at Ilia State University, Georgia.

 

 

Section Policies

სტატიები

Checked Open Submissions Checked Indexed Checked Peer Reviewed
 

Peer Review Process

რეცენზირების პოლიტიკა

ყველა წარდგენილი სტატია გადის წინასწარ შეფასებას და ფარულ რეცენზირებას. პირველ ეტაპზე შეფასებას ახორციელებს სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მეცნიერებისაგან. მეორე ეტაპზე ფარული რეცენზირება ხორციელდება ორი ანონიმური რეცენზენტის მიერ. სპეციალური გამოცემის მომზადების შემთხვევაში, ყველა სტატია ასევე ექვემდებარება ფარულ რეცენზირებას.

გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. რეცენზირების პროცესს სულ ცოტა 4 კვირა მაინც სჭირდება.

 

Peer Review Process

Every article submitted to the journal is evaluated using two level review process. The first level of review is carried out by a Scientific Review Board (SRB) composed primarily of scientists who have expertise in relevant scientific disciplines and current research areas. The second level of review is performed by two anonymous reviewers. Review process is fully blind  and nor reviewers never editors does not know the name and affiliation of authors. 

 

Publication Frequency

ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ

Journal issued annually

 

Open Access Policy

ჟურნალი უზრუნველყოფს მასში გამოქვეყნებული სტატიების ღია ხელმისაწვდომობას, ხელმძღვანელობს რა პრინციპით, რომ კვლევებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ხელმისაწვდომობა, რაც ხელს უწყობს ცოდნის ფართო გაცვლას

This journal provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge